19:29 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 17:17:58, 1345 ნახვა

სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაია თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ აკარ ჰულუსს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 მან მადლიერებით აღნიშნა თურქეთის როლი და დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში. 

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტების განხორციელების პროცესში თურქული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თურქეთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს. 

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ყურადღება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს და ამ კუთხით, სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. 

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში ვიზიტით საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics