11:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 11:19:14, 2195 ნახვა

მსოფლიო
ალიევი: შეგვიძლია ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანა ევროპისთვის ენერგორესურსების ერთადერთ ახალ წყაროდ რჩება, - ამის შესახებ Ria იუწყება. 

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა მიმართულებით შეუძლია. 

„ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს. სამი მათგანი ნავთობს ატარებს, ორი შავი ზღვისკენ, ხოლო ერთი ხმელთაშუა ზღვისკენ მიდის. გაზსადენები არის ოთხი. მათი საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისში ბაქოში გაიმართება ე.წ. სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც დაესწრება. 

ცნობისთვის, „სამხრეთის დერეფნის“ პროექტი 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics