12:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-17 11:12:22, 223 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიამ“ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური აამოქმედა. პროექტის ფარგლებში, 6.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგურები კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 12.2 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. სადგურების მონტაჟი 2025 წელს დაიწყო, 2026 წელს კი ექსპლოატაციაში ეტაპობრივად შევიდა. პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

მზის ელექტროსადგურები ჩართულია ელექტროენერგეტიკულ ქსელში და გაქირავებულია კომპანიებზე, რაც კერძო სექტორს ელექტროენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას.

„მოხარულები ვართ, რომ „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, რომელიც საქართველოში სუფთა ენერგიის წარმოების ზრდას უწყობს ხელს. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია - ენერგეტიკის დაფინანსებაში 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ, ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატ სიმძლავრეს მოიცავს, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ განახლებად რესურსებზე - ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის ”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

„ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განახლებადი ენერგიის როლი. ჩვენთვის მზის ენერგეტიკაში ინვესტირება ახალი მიმართულება არ არის - მანამდე განხორციელებული მცირე პროექტების წარმატებულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო მასშტაბური ინვესტიცია განგვეხორციელებინა. მოხარულები ვართ, რომ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური წარმატებით ავამოქმედეთ. ამ მიმართულებით განვითარებას ვაგრძელებთ და უკვე ვმუშაობთ ახალ, 50 მეგავატიან პროექტზე, რომელიც ქუთაისთან ახლოს განთავსდება“, - გოდერძი მამალაძე, „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიას“ დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics