|
2017-09-10 08:52:52, 1014 ნახვა
სამხედრო
„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყების ცნობით, ღია კარის დღეზე მოწვეულ სტუმრებისთვის სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლებს, სტუდენტებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საერთაშორისო სწავლებაში გამოყენებული აღჭურვილობა, მძიმე და მსუბუქი ტექნიკა დაეთვალიერებინათ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის საპარაშუტე ხტომებიც გაიმართა. „Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)