16:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 02:43:40, 3641 ნახვა

კულტურა
„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტები მომავალი წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ბრიტანელი ვარსკვლავი ელტონ ჯონი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა.

როგორც „ისთერნ ფრომოუშენის“ ხელმძღვანელმა გიორგი კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონცერტის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

„შემოთავაზება იყო სხვადასხვა თარიღების. ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ახლო თარიღში 2- 3 კვირის ვადაში მომხდარიყო თარიღების შეცვლა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი იყო. სხვა თარიღები ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა კომფორტული მსმენელისთვის და საბოლოოდ შევთანხმდით ახალ თარიღებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ 16-17 სექტემბრის კონცერტი გადატანილია და ამ წელს ელტონის ჯონის ხილვა საქართველოში აღარ მოხერხდება“,-აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ელტონ ჯონის კონცერტის გადადების მიზეზი ჯგუფის უცვლელი წევრის, გიტარისტის დეივიდ ჯონსტოუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ჯონსტოუნს  ხელის აქვს დაზიანებული და სარეაბილიტაციო კურსს გადის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics