|
2017-08-01 17:29:16, 858 ნახვა
რეგიონი
აჭარელმა სტუდენტებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სტაჟიორები ესტუმრნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების 10 სტუდენტი ჩინური სათბურების მოწყობის სპეციფიკას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას და ქართულ ბოსტნეულზე მიმდინარე კვლევებს გაეცნო. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა აშენებული. კომპლექსი მზისა და ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან, სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე. ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა და პროექტისათვის 20 მილიონი იუანი განისაზღვრა.
(NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)