|
2017-07-14 12:06:45, 797 ნახვა
რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი სოფელ დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში სოფელი დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ჩაირთვება 3 ტუმბო. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს სამივე სოფლის ფართობებზე. სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)