13:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 16:21:20, 2732 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 6 წევრი დააკავა - ე.წ. ბოევიკები ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

თურქმა სამართალდამცველებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 6 წევრი დააკავეს, რომლებიც თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Dailysabah იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტები თავდასხმას ადგილობრივი ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო მარშის დროს გეგმავდნენ.

სამართალდამცველების თქმით, ტერორისტები მინი ავტობუსით ხალხში შეჭრას აპირებდნენ.

მედიის ცნობით, მარში 15 ივნისს გაიმართა. მისი ორგანიზატორი თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი კემალ კირიჩდაროღლუ იყო. აქციის მონაწილეებმა ანკარიდან სტამბოლში 425 კილომეტრი ფეხით გაიარეს. ამ გზით მანიფესტანტებმა ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავება გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics