16:50 - 18 Aug, 2026
|
2015-04-20 11:15:06, 1682 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებმა ინტერნეტსივრცეში ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ლიბიაში მძევლებად აყვანილი ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის სცენებია ნაჩვენები. დაახლოებით ნახევარსაათიან ვიდეოში მკვლელობის ორი ეპიზოდია ნაჩვენები. ეთიოპიელი ქრისტიანების ერთ ჯგუფს თავები მოაჭრეს, მეორე ჯგუფი კი დაცხრილეს. ვიდეოჩანაწერში ასევე ნაჩვენებია ისლამისტი შეიარაღებული პირების მიერ ქრისტიანული ეკლესიების, სასაფლაოების და ხატების განადგურების კადრები. ვიდეოში აგრეთვე, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ქრისტიანებისგან იარაღის მუქარით ისლამზე გადასვლას მოითხოვს ან ყურანის მიხედვით დადგენილი სპეციალური გადასახადის გადახდას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)