|
2017-05-20 16:36:53, 3762 ნახვა
კულტურა
ქართველმა მომღერალმა Salio-მ Akademia Music Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა
ქართველმა პოპ-მომღერალმა Salio-მ The Akademia Music Awards-ის მაისის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ Sova იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, კომპოზიცია "I Know You Know Me" საუკეთესო პოპ-სიმღერად აღიარეს. მედიის ცნობით, კონკურსში გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან რადიოებში სიმღერის პერმანენტულ გაშვებას გულისხმობს. "გავიმარჯვე. 100-ზე მეტი კონკურსანტიდან მე ამირჩიეს! სიმღერა ლოს-ანჯელესში, ნიურკსა და ლონდონში, რადიოში გავა!", - წერს Salio სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, Akademia Music Award ლოს-ანჯელესში დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით პერსპექტიული მუსიკოსების მხარდაჭერას ემსახურება. პრემია ორიენტირებულია იმ შემსრულებლებზე, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე მოხვედრა სურთ და მათი შემოქმედების პროფესიული აღიარებით არიან დაინტერესებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)