14:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 19:56:42, 2443 ნახვა

სამართალი
შსს-მ სომხეთის პოლიციის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების წერილის საფუძველზე, მიმდინარე წლის 27 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული რობერტ ა. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ის თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ღვინის აღმართის გადაკვეთაზე აიყვანეს.

რობერტ ა. სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს მიერ, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 235,1 მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იძებნებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics