12:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 15:50:40, 2133 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ რატი გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიას ცემისთვის 3 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რატი გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიას ცემისთვის 3 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ამასთან, მოსამართლემ ბრალის აღიარება გაითვალისწინა და ის ფაქტიც, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 7 იანვარს, რესტორან Dining Room-ში მოხდა. გაჩეჩილაძემ გვარამიაზე თავდასხმა Facebook-გვერდზე აღიარა და პოლიციაში გამოცხადდა. მისი თქმით, ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რაც მისმა ოჯახმა განიცადა.

"პირობას ვდებ, არ მივიღებ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. საფლავის კარამდე ჩავყვები და ბოლომდე ვაზღვევინებ. მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება", - წერდა გვარამია Facebook-გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics