|
2017-01-20 15:28:56, 1702 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუება იდეას, რომ „საქართველო პატარა სოფელია“
„ჩვენ ვერ შევეგუებით იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ „საქართველო ხომ პატარა სოფელია, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ“, ეს იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „მსგავსი იდელოგია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებათა სისტემაში არ ჯდება. „თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენგანი მოწადინებული ვართ იმისთვის, ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით, ვამაყობდეთ საქართველოს მოქალაქეობით. ჩვენ თავაწეული უნდა დავდიოდეთ ჩვენს რეგიონში და ნებისმიერ კონტინენტზეც. სიტყვები I am From Georgia საამაყო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამ ღირებულებების გარჩემო გავერთიანდით. ამიტომ როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ ამას გაეცით ძალიან მკაფიო პაუხი და თქვით მთავარი სათქმელი. „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“. ჩვენი პოლიტიკური პარტიული ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე, რომელიც დღეიდან იწყება, ჩვენ უნდა ავაგოთ ორმხრივი მოძრაობის გზა. ერთის მხრივ, ის იდეალები და ღირებულებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უნდა მივიტანოთ ჩვენს თანამოქალაქეებამდე, მეორეს მხრივ ფართოდ გაღებულ კარებში უნდა მოვიწვიოთ და მოვიპატიჟოთ ახალი ადამიანები, ახალი ინიციატივებით, ახალი იდეებით, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კიდევ უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია. სწორედ ასე შევძლებთ უიმედობის და უძრაობის დამარხცებას“,-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა მიმდინარეობს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)