|
2017-01-18 15:52:46, 1866 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკის შეფასებით, „გაზპრომის“ საკითხზე პრეზიდენტის განცხადება „დაუფიქრებელი“ იყო
„ყველა ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დაზიანდა. დეპუტატის თქმით, „გაზპრომის“ საკითხზე პრეზიდენტის მხრიდან დაუფიქრებელი განცხადება გაკეთდა. „ყველა ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ, თუმცა პრეზიდენტი თავად ამას არ ფიქრობს. დაუფიქრებელი განცხადება არის გაკეთებული და სულ მცირე ეს არის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი, მით უმეტეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არ გვჭირდება ჩვენ პრეზიდენტის შეხსენება, ყველა მინისტრი ნამყოფია პარლამენტში, სხვადასხვა საკითხებზე ანგარიშები წარმოადგინეს და ენერგეტიკის მინისტრიც მზად არის, რომ ეს ანგარიში წარმოადგინოს. რეალურად სურათი აბსოლუტურად ნათელია და მითუმეტეს პრეზიდენტისათვის, მას გააჩნია ამდენი რესურსი, არ იყო ძნელი, რომ გარკვეულიყო ზუსტად თუ რა ხდებოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მედიას „გაზპრომის“ საკითხზე გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გააცნო. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით პოლიტიკური ინტერესები დაზიანდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)