|
2017-01-11 10:19:10, 2615 ნახვა
სამართალი კომენტარი
პრემიერმა შს მინისტრს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში, სავარაუდოდ, კანონდარღვევები ფიქსირდება, რის გამოც ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ მანდილოსნებს აქვთ. პრემიერმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებსა და ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს: „მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში, ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს, ადამიანის უფლებების საკითხში, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში, თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)