|
2017-01-09 12:35:41, 1759 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იერუსალიმში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო შეშფოთება გამოთქვა და ებრაელ ხალხს მიუსამძიმრა: „მინდა, გამოვხატო გულისტიკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში. ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს და გმოვხატავთ მათ თანადგომას ამ მძიმე წუთებში, როცა ქვეყანაში ტერაქტი მოხდა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი სახელწმიფოებრიობის და სახელმწიფო ინტერესების აღიარებას, მიგვიყვანს ეფექტურ გადაწყვეტამდე ტერორიზმის პრობლემისა, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, რომელიც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ისე იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ჰქვია ISIS-ის პრობლემა და რომელიც კაცობრიობის კეთილი ნების და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)