|
2016-11-15 17:27:46, 1563 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 11:50 საათზე, ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. „ბეისბოლის ჯოხით" სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა 2016 წლის 15 ნოემბერს დასრულდა. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა 110 პირი, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულებები. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული ჩანაწერები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე" (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად) და მე-7 ნაწილის „ბ" (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)