13:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-13 10:03:14, 1574 ნახვა

სამართალი
შსს-მ ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე იმერეთში რეგიონული შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თემატური შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ჩატარდა და მასში პოლიციის, პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი თანამშრომლობის ქსელის შექმნა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა.

მსგავსი ტრენინგები და შეხვედრები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი, მოქნილი სისტემის შექმნას, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოების და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას, რაც მის შემცირებას და პრევენციას უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics