|
2016-09-16 17:03:33, 1228 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველოში პირველად მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებებს გამოეხმაურა. მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული კოდექსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონეს თვისობრივად ცვლის: „ ვფიქრობთ, ეს იქნება თვისობრივი ცვლილება საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება, სრულწლოვანი მსჯავრდებულისთვისაც ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე- შიდაპატიმრობა, მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები, იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გადასინჯვის მექანიზმები, ანუ შემდგომი შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი შემოდის და ა.შ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია და მინდა წარმატება გისურვოთ ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)