|
2016-09-15 18:09:35, 1307 ნახვა
კომენტარი
იზორია: თავდაცვის განვითარების სტრატეგია საფრთხეების შეკავებაზეა ორიენტირებული
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ სახელმწიფო საფრთხის შემთხვევაში მტერს თავად გაუმკლავდეს. მისივე თქმით, თავდაცვის განვითარების სტრატეგია საფრთხეების შეკავებაზეა ორიენტირებული. იზორიას ინფორმაციით, სტრატეგია 4 წელზეა გაწერილი და 5 მიმართულება აქვს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სტრატეგიის ფართო განხილვა ოქტომბერში დაიწყება და მასში საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ჩაერთვებიან. „თავადცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, მოხდეს შეიარღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, ჰქონდეს უნარი თავად გავუმკლავდეთ საფრთხეების შემთხვევაში მტერს, რომ შევძლოთ საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს. ესაა თავდაცვაზე ორიენტირებული, საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, რომ პოტენციურ მტერს არ ჰქონდეს სურვილი თავდასხმის განხორციელების“,-განაცხადა ლევან იზორიამ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომამ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)