05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 12:44:21, 1114 ნახვა

კომენტარი
ია ანთაძე: საზმაუს ბორდის წევრი რომ ვიყო, ეგზიტპოლების ჩატარებას მხარს არ დავუჭერდი

მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა  თავისი საქმიანობით და საინფორმაციო პროგრამებით უნდა მოიპოვოს. შემდეგ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოტივაცი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის თავს უნდა მისცეს უფლება, რომ ჩაატაროს ეგზიტპოლი, - აცხადებს ია ანთაძე.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჟურნალისტმა განუცხადა, მართალია, ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები კითხვის ნიშნებს არ გამოიწვევს, მაგრამ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა თავისი საქმიანობით უნდა მოიპოვოს და არა ეგზიტპოლების ჩატარებით.

„პირადად, მე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს წევრი რომ ვყოფილიყავი, ეგზიტპოლის ჩატარებას ხმას არ მივცემდი. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა  თავისი საქმიანობით და საინფორმაციო პროგრამებით უნდა მოიპოვოს. ამის შემდეგ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოტივაცი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის თავს უნდა მისცეს უფლება, რომ ჩაატაროს ეგზიტპოლი. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელევიზიების ამ ფორმით თანამშრომლობას, მე არც ერთ შემთხვევაში არ მივემხრობოდი. ჩემი გადაწყვეტილება არც იმ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დღევანდელთან შედარებით გაცილებით დიდი ნდობაც რომ ქონოდა. რაც შეეხება თავად ეგზიტპოლების ნდობის ხარისხს - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გოგელიამ განაცხადა, რომ თვითონ ეგზიტპოლის ჩამტარებელი ორგანიზაცია არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი და გამოკითხვის შედეგების სანდოობა ეჭქვეშ არ დადგება“, - განაცხადა ანთაძემ.

შეგასენებთ, რომ 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს ეგზიტპოლს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ტელეკომპანია “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics