|
2016-08-10 17:04:55, 1210 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გააცნეს. მათივე ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს აშენებისთვის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ტერიტორიაზე ორი 5-სართულიანი და ერთი 4-სართულიანი ბლოკი აშენდება. ტერიტორიის ფართი 22 107 კვ. მეტრს შეადგენს. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში 1964 წელს აშენდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში შენობები ფაქტიურად ამორტიზებულ მდგომარეობაში იყო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)