05:54 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 13:21:46, 953 ნახვა

რეგიონი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „მინდვრის დღეები“ ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ახალქალაქის სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღეები“ ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მინდვრის დღეები“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი ესწრებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიური და ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი კულტურის, მათ შორის, მარცვლეულისა და კარტოფილის როგორც სასურსათო-სამეურნეო, ასევე ხარისხოვანი, ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოების საშუალებას იძლევა. დღეს, თესლის წარმოებისა და სერტიფიცირების საკითხი აგრარულ სექტორში აქტიურად განიხილება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვევითი ცენტრი ნაკვეთებზე სათესლე მასალის ფართომასშტაბიან ინსპექტირებასა და სერტიფიცირებას აწარმოებს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც 133 ჰა ფართობზე ადგილობრივი და ინტროდუცირებული საგაზაფხულო თავთავიანი კულტურებისა (ქერი, ორთესელა, ხორბალი) და კარტოფილის 22 სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და სათესლე მასალის წარმოება მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც კომპანიის მიერ რეგიონში მიმდინარე წლიდან ხორციელდება, სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო კულტურების საკონკურსო ჯიშთა გამოცდას, გამარჯვებული ჯიშების დარაიონების დადგენას, მისი სამეწარმეო ტერიტორიებზე გადატანას და ფერმერთათვის მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის მიწოდებას ემსახურება.

სათესლე მასალის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სოფელ ვაჩიანში განთავსებულ თავთავიანი კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო (ქერი, ხორბალი) ნათესებში მცენარეთა ფენოლოგიური დაკვირვება მიმდინარეობდა, რის საფუძველზეც 5 საერთაშორისო სანერგის საგაზაფხულო ქერისა და ხორბლის 335 გენოტიპიდან ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული, სელექციური ნიშან-თვისებების მქონე ფორმები შეირჩევა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics