|
2016-08-03 17:40:08, 1099 ნახვა
რეგიონი
ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარს აღწევს
ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარს აღწევს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზესტაფონი გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხანძარმა დაახლოებთ 40 პირი დააზარალა. „ზესტაფონში ბაზრის დაწვის შედეგად ზარალი დაახლოებით 2 მილიონ ლარს აღწევს. მიმდინარეობს ექსპერტიზა და ზარალის დაზუსტება. დაახლოებით ორმოცამდე პირია დაზარალებული. საქმის კურსშია სამხარეო ადმინისტრაცია და მთავრობის ადმინისტრაცია და ალბათ, შესაბამასის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აცხადებს გამგებელი. შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში ბაზრის ტერიტორიაზე 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები დაიწვა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 15-მდე სახანძრო და სამაშველო ერთეული მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)