|
2016-08-03 18:57:45, 1090 ნახვა
რეგიონი
დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის ლაგოდეხის იუსტიციის სახლში სადღესასწაულო სივრცე მოეწყო
ლაგოდეხის იუსტიციის სახლში საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორიწნების სახლი გაიხსნა. ამ დრომდე ქორწინების მსურველებს შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე იყო შესაძლებელი. ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ლაგოდეხში ზაქათლის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ. აღნიშნულ დარბაზში საქართველოში დაქორწინების მსურველ ნებისმიერ წყვილს შეეძლება დაარეგისტრიროს ქორწინება. ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა; დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხოლო მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30 – 18:00 საათამდე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)