|
2016-07-14 18:35:11, 1576 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ Google-ის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ევროკომისიამ ამერიკული კომპანია Google-ის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას digitaltrends.com ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, კორპორაციას ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ Google-ი თავისი კომერციული ვებ-გვერდების კონკურენტებს საძიებო სისტემის გვერდზე რეკლამის განთავსებას უზღუდვას. ევროკომისიის განცხადებით, ამგვარი ქმედებების შედეგად მომხმარებლები, რომელთა არჩევანიც იზღუდება ზარალდებიან. როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის მარგარეტ ვესტაგერის განცხადებაშია ნათქვამი, ბაზარზე დომინირება დარღვევა არ არის, თუმცა მიუღებელია, როდესაც კომპანია თავის დომინანტურ მდგომარეობას კონკურენციის შესაზღუდად იყენებს. მედიის ცნობით, ევროკომისარმა Google-ს ორი ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა. კომპანიას ბრიუსელის პრეტენზიებზე საპასუხოდ 10-კვირიანი ვადა მიეცა. ცნობისთვის, 2015 წლის აპრილში ევროკომისიამ Google-ს ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ Google იმ კომპანიებზე ახორციელებს ზეწოლას, რომლებიც მის ოპერაციულ სისტემა “ანდროიდს” იყენებენ, რადგან მობილური ტელეფონების მწარმოებლებს Google-ის გარკვეული პროგრამების დაყენებას აიძულებს, კერძოდ Chrome-ის გამოყენება, თავის საძიებო სისტემას და Play Store-ის აპლიკაციას.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)