|
2016-07-02 15:49:30, 1350 ნახვა
მსოფლიო
დაკაში მდებარე კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 მძევალი დაიღუპა
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 მძევალი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბანგლადეშის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების იფნრომაციით, თავდამსხმელებმა, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან, სასტიკად აწამეს ის მძევლები, რომლებმაც ყურანის წაკითხვა ვერ შეძლეს. როგორც BBC წერს, მძევლები ბასრი იარაღით მოკლეს. ბანგლადეშის მთავრობის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ექვსივე თავდასხმელი ლიკვიდირებულია, კიდევ 1 ტერორისტი დაკავებულია, ხოლო 13 მძევალი გაატავისუფლეს. პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამას განცხადებით, მომხდარი ინციდენტი საზარელი აქტია ადამიანების წინააღმდეგ. მისი თქმით, თავდამსხმელები მუსლიმები არ არიან და მათ რელიგია არ გააჩნიათ. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილ მძევალტა შორის არიან უცხოელებიც. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. ცნობისთვის, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)