|
2016-06-29 11:58:40, 1370 ნახვა
მსოფლიო
ბინალი ილდირიმი: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოა“
„მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოა“,-ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განაცხადა. თურქეთის პრემიერის თქმით, ტერორისტები აეროპორტის შენობასთან ტაქსით მივიდნენ. ამასთან, ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერორისტული თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც თურქეთმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის დარეგულირება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)