|
2016-06-29 11:13:16, 1383 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი ათათურქის აეროპორტზე თავდასხმას გმობს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს მოკავშირეები თურქეთს სოლიდარობას უცხადებენ. “მე მკაცრად ვგმობ საშინელ თავდასხმებს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე. ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და თურქეთის მოსახლეობასთანაა. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ნატო-ს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს და ერთიანნი არიან გადაწყვეტილებაში, ებრძოლონ ყველა ფორმის ტერორიზმს”, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)