17:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:25:24, 1042 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი,  2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

„ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის დაგება და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი პროექტია. სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლის ახალ ავტომაგისტრალზე გადართვა  ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროექტს  აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209,852,079.67  ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics