|
2016-06-08 20:10:14, 1020 ნახვა
რეგიონი
გურიის რეგიონში „პაციენტის უფლებების კვირეული“ გაიმართა
გურიის რეგიონში „პაციენტის უფლებების კვირეული“ გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან ჩატარდა. მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ წარმომადგენლებმა აუდიტორიას ცხელი ხაზის ( 2 103 003 ) სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივებს ასევე შეეძლოთ მოესმინათ ინფორმაცია მათი, როგორც პაციენტის უფლებების შესახებ. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ წესებსაც, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ სამედიცინო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების მიღების შემთხვევაში. ანალოგიური ტიპის შეხვედრა 7 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთანაც გაიმართა. როგორც ცხელი ხაზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის გაზრდა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. მათივე თქმით, კლინიკებში ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 2 103 003 და მოითხოვონ სავარაუდო გადაცდომაზე სწრაფი რეაგირება. ამასთან, ცხელი ხაზის ოპერატორები ნებისმიერ დაინერესებულ პირს ამომწურავ კონსულტაციას უწევენ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე. „ცხელი ხაზი უკვე რამდენიმე წელია უწყვეტად მუშაობს და მთელი ამ დროის განმავლობაში ათასობით მოქალაქეს გაეწია კვალიფიციური მომსახურება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიუხედავად არაერთი საინფორმაციო რესურსისა, მოსახლეობაში პაციენტის უფლებების კუთხით ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ამის გამო, ხშირია გადაცდომები ამათუიმ სერვისის მიღებისას. მოქალაქეებმა კი არ იციან როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები და რომელ უწყებას მიმართონ რეაგირებისთვის. სწორედ ამიტომ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ, საინფორმაციო კამპანია ჩაგვეტარებინა საქართველოს 5 რეგიონის 10 ქალაქში. „პაციენტის უფლებების კვირეული“ სამეგრელოს რეგიონიდან დავიწყეთ, შემდეგ იყო კახეთი და ამჯერად გურიაში ვიმყოფებოდით. კამპანია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. წლის ბოლოს კი, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება „პაციენტისა და ექიმის დღის“ აღნიშვნით, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის ინიციატივით. გასვლითი შეხვედრების მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის დეტალებმა - რა შეღავათები ეკუთვნით, როგორ უნდა მიიღონ თანადაფინანსება და ა.შ. ასევე აინტერესებდათ როგორ ხდება სხვადასხვა სამედიცინო პროგრამაში ჩართვა (ც ჰეპატიტი, ძუძუს კიბოს სკრინინგი და ა.შ).“,- განაცხადა „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ხუხიამ. ოზურგეთსა და ჩოხატაურში გამართული შეხვედრების ბოლოს ადგილობრივი მოხალისეების დახმარებით ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მაისურებით ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტები ქუჩებში მყოფ მოქალაქეებს დაურიგეს. ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო პლაკატებიც განთავსდა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" უზრუნველყოფს.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)