|
2015-02-27 12:01:14, 1042 ნახვა
სამართალი
საქართველოში შემოტანილ თურქული წარმოშობის ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს
საქართველოში სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „23 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარის მიერ, ვეტერინარული კონტროლის მონიტორინგის გეგმის თანახმად, სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის „ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორციდან“ აღებულ ნიმუშში ლაბორატორიულად დადასტურდა „პათოგენები, მათ შორის, სალმონელები“, რაც დაუშვებელია“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, ინფორმაცია, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მავნებელი სურსათი განადგურებას ან უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)