|
2016-06-08 16:12:57, 1062 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა იმისთვის, რომ გარემოს მდგრომარეობა გაუმჯობესდეს
,,ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე ,,გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა. კონფერენცია სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს მასპინძლობს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიების ქვეყანაში ჩატარება მნიშვნელოვანია. ,,დღეს მინისტერიალზე იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მწვანე ეკონომიკის განვითარება, როგორიც არის მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ასევე, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნების, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და, რა თქმა უნდა საკითხები, რომელიც იქნება დღეს განხილული მინისტერიალის მიმდინარეობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდგომში ისინი უნდა აისახოს იმ სტრატეგიებში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და იმ სამოქმედო გეგმებში, რაც უკვე ყველა ჩვენგანის კეთილდღეობასა და ცხოვრების შესაბამის გარემოზე უნდა აისახოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით. ,, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ევროპიდან, ასევე OECD-ის ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)