|
2016-06-04 16:26:03, 1099 ნახვა
რეგიონი
სოფელ სანიორეში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია გაიმართა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა აღმოუჩინა. უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება სოფელ სანიორეს გარდა ართანას, ფშაველის, ლალისყურის, ლეჩურის, ლაფანყურის, ნაფარეულისა და ჯუღაანის მოსახლეობას გაეწია. სამედიცინო კონსულტაციასთან ერთად ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, სწრაფი-მარტივი ტესტის მეშვეობით С ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ. ცნობისთვის, სამედიცინო გასინჯვები პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)