|
2016-05-26 15:12:09, 1093 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ ანბანის კოშკისკენ გადაინაცვლა. ანბანის კოშკთან ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით 26 მაისის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-გამოფენა მოეწყო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ბათუმელებსა და მის სტუმრებს. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ ასევე ნავმისადგომის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას. 26 მაისის საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელ საქართველოში მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებები იმართება. დღესვე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა სამხედრო ფიცის მიღების ცერემონია და ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. 26 მაისს, ბათუმი უმასპინძლებს ასევე ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად ჩამოსულ ქალაქ სტამბოლის მერს ქადირ თოფბაშს. საღამოს 20:00 საათზე, ანბანის კოშკთან ჩატარდება საზეიმო კონცერტი, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იქნება ყველა მოქალაქისა და ქალაქში მყოფი ტურისტისათვის.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)