|
2016-05-03 16:51:11, 1318 ნახვა
კომენტარი
ბერძენიშვილი: მიდგომა, თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის, დასაშვებია, ხოლო თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია
"მიდგომა, თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის, დასაშვებია, ხოლო თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია", - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ბერძენიშვილი მოქალაქის უფლების დისკრედიტაციაზე საუბრობს: “მე ვხედავ ასეთ პრობლემას - თუ ქიბროწაშვილი შეიძენს, კარგია, თუ ივანიშვილი შეიძენს- ცუდი. ეს არის მოქალაქის უფლების დისკრედიტაცია. ივანიშვილიც ისეთივე მოქალაქეა, როგორც-სხვა. თუ კანონი არ იღვევა, იყიდოს, თუ ირღვევა, საერთოდ არ გაყიდონ და ვინც ყიდის, იმას მიხედონ. ივანიშვილი რა შუაშია. ვიღაცას დანაშაული ჰგონია ის, რომ მდიდარმა კაცმა ზებრა იყიდა. მე ეს ასე არ მგონია და ასე ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია. მე სახლში მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ არის და ამის გამო ნუ დამიჭერთ!“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა. არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემაა დაგეგმილი.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)