15:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 16:58:18, 1343 ნახვა

კომენტარი
სანიკიძე: შეიქმნება პლატფორმა, რომელშიც იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება პლატფორმა, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის წევრები აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ და ანალიზებსაც გააკეთებენ.

„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა იყო. შეთახნმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიზრუნებთ პლატფორმის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ და კიდევ ბევრი სხვა საკითხის  განხილვა, სადაც ჩართულები იქნებიან, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები. ეს პლატფორმა იარსებებებს მუდმივად, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და ა.შ. რაც შეეხება იმ მიმდინარე საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაწყვეტია, შევთანხმდით დაახლოებით ფორმატზე, მაგრამ აუცილებლად ამაზე საბოლოოდ უკვე ვიტყვით, როდესაც სტუდენტების სხვა მხარესაც შევხვდებით. აუცილებლად პრემიერიც შეხვდება მათ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

გარდა ამისა, განათლების მინისტრი ვარაუდობს, რომ კონსესუსი შეიძლება შედგეს იმ პუნქტებზე, რომელზეც ყველა თანხმდება.

შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და განაგთლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics