04:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 11:29:42, 496 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: MAP-ი პოლიტიზირებული საკითხი გახდა

„წინა ხელისუფლება მაპ-ს იყენებდა პოლიტიკური დისკურსის ნაწილად, შესაბამისად წევრობის გეგმა - მაპ-ი გახდა პოლიტიზირებული საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ კონფერენციაზე „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ალიანსის 28 წევრს გაუჭირდება კონსენსუსი მაპ-ის მინიჭებაზე.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ როდის მოიწვევენ საქართველოს წევრობისთვის. საქართველო გახდება ნატოს წევრი. კითხვა ისმის, როდის?

ეს გახლავთ თემა კონბინაციისა, რეფორმებისა და ტექნიკური საკითხებისა. მოკავშირეებს აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს უსაფრთხოების პოზიციებს. წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას. რეფორმების ჩატარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნატოსთან მიერთების თვალსაზრისით. საქართველოს გააჩნია მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე ბევრ სხვა წევრობის კანდიდატს. საქართვეო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატოს ისტორიაში. ნატო თავისებურად, პარტნიორობის საფუძველზე მხარში უდგას საქართველოს“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics