21:59 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 19:50:59, 1053 ნახვა

სხვადასხვა
№26 საბავშვო ბაღში მონიტორინგის სამსახურმა ხორცის გადამალვის ფაქტი დააფიქსირა

"№26 საბავშვო ბაღში  მონიტორინგის სამსახურმა ხორცის გადამალვის ფაქტი დააფიქსირა" - ამის შესახებ განცხადებას "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო" ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთხელ განაცხადა ბაღებში რეგულარული მონიტორინგის შესახებ, ასევე, ბაღის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაციები და გაფრთხილებები, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვლავ ფიქსირდება გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტები. 

დღეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მორიგი შემოწმების დროს, თბილისის №26 ბაღში 5.300 კგ.  გადამალული ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო.  ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  მონიტორინგის  სამსახურის დასკვნა  დირექტორს უახლოეს დღეებში  ჩაბარდება.

დარღვევიდან გამომდინარე, მენიუფაქტურით გათვალისწინებული პროდუქტი (ხორცი) სრულად არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, აღსაზრდელებმა ვერ მიიღეს დღიური რაციონით განსაზღვრული კალორაჟი.

აღსანიშნავია, რომ ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით მცირე რაოდენობით გადამალული საკვები მთლიანობაში მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნის, ზარალი კი დიდი ოდენობით თანხას შეადგენს.

№26 ბაღში ეს იყო განმეორებითი დარღვევა და  პირველ შემთხვევაში, დირექტორს გამოეცხადა საყვედური.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ბაგა-ბაღებს რეგულარულად ამოწმებს და ნებისმიერ დარღვევა-ნაკლოვანებაზე შესაბამისად რეაგირებს". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics