თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. 

" />
02:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 11:54:24, 534 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში არქეოლოგიურ პროექტებზე იმსჯელეს

თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. 

მათივე ინფორმაციით, არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 13 მარტს გამოცხადდა.

დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად დრო პირველ აპრილამდე მიეცათ. კონკურსის შედეგად დედაქალაქის მერიაში „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის პროექტები შევიდა.

პროექტის ავტორებმა საბჭოს წევრებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საბჭოს წევრებმა პროექტებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცეს. აღნიშნულ მონაკვეთებზე არქეოლოგიური კვლევა აპრილის ბოლოდან დაიწყება. სამუშაოებში ჩაერთვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.

დედაქალაქში, არქეოლოგიური სამუშაოები, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2015 წლიდან განახლდა. კვლევების გასაახლებლად, თბილისის არქეოლოგიური საბჭო დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics