|
2016-04-07 11:16:19, 1559 ნახვა
სხვადასხვა
Maroon 5 ბათუმში 7 ივნისს კონცერტს გამართავს
პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ. პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს. შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება. "ვგულისხმობს მის შემოქმედებით კარიერას. 19 ზე მეტ ქალაქში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება ღონისძიებები და ქართველი შემსურლებლები მასში ძალიან აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას",-განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მისივე თქმით, საქართველოში დაგეგმილი ცნობილი ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასები 20-30 ლარიდან დაიწყება, ხოლო მაქსიმალური ფასი 90 ლარი იქნება. Maroon 5 — ამერიკული პოპ როკ ჯგუფი. იგი ჩამოყალიბდა 1992 წელს, როგორც Kara's Flowers. 2002 წლიდან ცნობილია, როგორც Maroon 5. საერთაშორისო წარმატებას მიაღწია სადებიუტო ალბომით Songs About Jane და სინგლებით Harder to Breathe, This Love, She Will Be Loved და Sunday Morning.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)