15:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-25 14:05:22, 266 ნახვა

Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს

„The Wall Street Journal“-ის ცნობით, ბაჰრეინისა და ქუვეითის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამ თვის დასაწყისში ფარულად განახორციელეს საჰაერო დარტყმები ირანზე.

ეს მათი პირველი პირდაპირი დარტყმა იყო თეირანზე და ხაზს უსვამს არაბული სახელმწიფოების არასტაბილურ მდგომარეობას ომის გაგრძელების ფონზე.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, დარტყმების სამიზნე დრონებისა და რაკეტების საწყობები, ასევე სხვა სამხედრო სამიზნეები იყო. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, რომლებმაც ომის დასაწყისში არაერთხელ შეუტიეს ირანს, მიაწოდეს დაზვერვის მონაცემები სამიზნეებისა და საჰაერო დაფარვის შესახებ, რაც ადასტურებს არაბული ქვეყნების თანამშრომლობის დაწყებას ირანთან დაპირისპირებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics