|
2015-02-19 13:53:53, 1098 ნახვა
სამართალი
სერგო რატიანი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. რატიანის თქმით, აბაშიძის განცხადება არის გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო ნატო-ს გაწევრიანებისკენ შესაბამის ნაბიჯს .არ გადადგამს „მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასიამოვნოს რუსეთს და ზურაბ აბაშიძის მხრიდანაც ეს განცხადება არის გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა რატიანმა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)