|
2016-04-05 19:12:01, 1211 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის მერიასა და „შავი ზღვის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის (IBSU) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს. ურთიერთანამშრომლობის მიზანია, მერიის მხარდაჭერით, სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელდეს საგანმანათლებლო პროგრამების - საჯარო ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების პრაქტიკული მოდული. ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს IBSU-ს სოციალური მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობას მერიის საქალაქო სამსახურებსა და მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, ასევე, რაიონულ გამგეობებში. ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება ღონისძიებები სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისათვის. თავის მხრივ, უმაღლესი სასწავლებელი მერიის თანამშრომლებს თურქული ენის სასერტიფიკატო კურსების გავლას უსასყიდლოდ, სხვა ენების სასერტიფიკატო კურსების გავლას კი შეღავათიანი პირობებით შესთავაზებს. ასევე, მერიის მასშტაბურ ღონისძიებებს უზრუნველყოფს საკონფერენციო დარბაზითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით. „მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ ჩაერთონ ჩვენი სტაჟირების პროგრამაში, რომლის პირველი ეტაპიც ახლა დასრულდა და მალე მეორე ეტაპს გამოვაცხადებთ. ისინი შეავსებენ განაცხადს და ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ჩავატარებთ საგანმანათლებლო ლექციებს. მინდა აღვნიშნო, რომ მათთვის საინტერესოა მერიის სისტემა. განსაკუთრებით, საჯარო ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)