|
2026-07-08 18:24:53, 214 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum 2026-ში მონაწილეობდა, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პლატფორმაა და თავს უყრის ინვესტორებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და გლობალური ბიზნესის ლიდერებს. ფორუმის ფარგლებში ქეთევან თოიძე მონაწილეობდა Avesta Capital Markets Day 2026-ის პანელურ დისკუსიაში – „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“, სადაც გალტ & თაგარტის გამოცდილება, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „რეგიონული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ Tashkent International Investment Forum-ის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეზიარებინა გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პრაქტიკა. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლას, რაც რეგიონის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ. Tashkent International Investment Forum უკვე მეხუთედ გაიმართა. გასულ წელს ფორუმს 8 000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის თითქმის 3 000 საერთაშორისო სტუმარი 97 ქვეყნიდან დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა 30.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებები, ხოლო ბიზნესპროგრამა 150-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერსა და ათეულობით თემატურ პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)