|
2016-04-05 16:41:12, 555 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი მაიორ გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ მაიორ გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრნენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი მაიორის 6-სულიან ოჯახს 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა. თავდაცვის მინისტრი მაიორის ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მის მცირეწლოვან შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მაიორი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ავალიანების ოჯახმა რამდენიმე წლის წინ თბილისში, გორის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძინა. „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიგა ავალიანი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოფიცერი. სამი დღის წინ გავაცილეთ ის და მისი ბატალიონი ავღანეთში. გიგა ავალიანის წარმატებების აღსანიშნავად მცირე ფილმიც კი მოვამზადეთ თავდაცვის სამინისტროში. სწორედ, ასეთი უნდა იყოს ქართული ჯარის მომავალი, ამგვარ ოფიცრებს უნდა ეყრდნობოდეს ქართული შეიარაღებული ძალები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 33 წლის მაიორი გიგა ავალიანი 17 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი ლომგული. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა. გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი, ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)