16:28 - 18 Aug, 2026
|
2026-07-03 16:32:45, 2459 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა. ეს ტოქსიკური ნივთიერება ალექსეი ნავალნის ცხედრიდან აღებულ ნიმუშებში მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერები და მკვლევრები. სანქცირებულ პირებს აქტივები გაეყინებათ, ხოლო მათთვის ან მათი სასარგებლოდ, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება აკრძალული იქნება. გარდა ამისა, სანქცირებულ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)