20:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-20 13:41:36, 3177 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს

ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები, - ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან.

„უკვე აღარც მახსოვს მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს ამ რეზოლუციაში, დისკრიმინაციული მოთხოვნა. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან, თუმცა ვხედავთ, რომ დრეს არის განსხვავებული მიდგომები ჩამოყალიბებული. არ შეიძლება, მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics