22:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 10:40:42, 627 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი აუტიზმის საერთაშორისო დღის მხარდამჭერ ღინისძიებებს დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა  აუტიზმის საერთასორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „გამიგე, მიმიღე, შემიყვარე" პატარა თემოსთან ერთად დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება „ნეიროგანვითარების ცენტრის" ორგანიზებით ბომბორას პარკში გაიმართა და მის მიზანს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

„ ეს გარემო, ღია ცის ქვეშ შეკრება, ამდენი  ბავშვი, მხიარულება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამ ადამიანებისთვის ისე ჩვენთვის. ძალან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  ნეიროგანვითარების ცენტრს და მის ფუძემდებელს, ასე მინდა მოვიხსენიო ბატონი ვანიკო ბოკერია, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საკითხში, ჩვენს საზოგადოებაში",-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა და მასში მონაწილეობა ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ნეიროგანვითარების ცენტრის ბენეფიციარებმაც მიიღეს. ღინისძიების ფარგლებში გაიმართა ნეიროგანვითარების ცენტრის ბავშვების ნახატების გამოფენა, დასასრულს კი მოწვეულმა ბავშვებმა ჰელიუმის ლურჯი ბუშტები სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს.

 მაკა ჩიჩუა ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენას სტუმრობდა, რომელიც საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პირველმა ლედიმ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა და მხარდაჭერა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა შესახებ.

გამოფენაზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და პირველ ლედისთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

გამოფენის ფარგლებში ნინო ბაჯელიძის წიგნის „დარჩირას" პრეზენტაციაც მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics