22:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 15:41:18, 644 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ ტიციან ტაბიძის დაბადების დღე აღნიშნა

კრწანისის გამგეობამ, შავთელის ქუჩაზე მდებარე ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერში, ცნობილი ქართველი სიმბოლისტი პოეტის დაბადების დღე აღნიშნა.

მერიის ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღისთვის სკვერს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. პოეტის ბიუსტთან მიხაკების ყვავილნარი მოეწყო და ვაშლის ხე დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, პოეტი დავით მაღრაძე, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, ტიციანის შვილიშვილები - ექიმი გივი ანდრიაძე და ფილოლოგი ნინო ანდრიაძე. პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

„ზუსტად 100 წლის წინ, პოეტი ტიციან ტაბიძე წერდა - აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ ეროვნული შემეცნებით.. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ „ცისფერი ყანწებითო“. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, 100 წლის შემდეგ, საქართველო ისევ დგას თავის ისტორიულ და კულტურულ გზაზე და ისევ გრძელდება ტიციანის და ყველა იმ ადამიანის სულისკვეთებით ცხოვრება, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირეს“, - განაცხადა კრწანისის გამგებელმა.

„ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტიციან ტაბიძე, 1937 წელს, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი საფლავი არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics